Website TNET
This Job Listing is about TNET in Tbilisi, Georgia 2022
“TNET” წარმოადგენს თიბისი ჯგუფში შემავალ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის მასშტაბით.
თინეთი 9 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.
თინეთში შემავალი ციფრული პლატფორმები (myauto.ge; myhome.ge; mymarket.ge; myparts.ge; vendoo.ge; swoop.ge; tkt.ge; livo.ge; saba.com.ge) მომხმარებელს მომსახურებას 4 ძირითადი მიმართულებით სთავაზობს: Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება.
ჩვენს გუნდში ვეძებთ Front-end დეველოპერს!
ფუნქცია-მოვალეობები:
** მიღებული დიზაინის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში განხილვა დიზაინის გუნდთან;
** ვებ დიზაინერის მიერ მოწოდებული დიზაინის შესაბამისი მარკაპის აწყობა;
** ბექისგან მოწოდებული მონაცემების დამუშავება და მოცემული დავალების შესაბამისი ლოგიკის იმპლემენტაცია React JS-ის გამოყენებით;
** არსებული გვერდების გაუმჯობესება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 3-4 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** HTML5, CSS3, SCSS/SASS მუშაობის გამოცდილება
** Css frameworks ( Bootstrap, Tailwind, MUI ) მუშაობის გამოცდილება
** REST API – მუშაობის გამოცდილება
** Javascript – ის საფუძვლიანი ცოდნა
** React JS -ის საფუძვლიანი ცოდნა
** Adobe XD-სთან მუშაობის გამოცდილება
** ვერსიების კონტროლის სისტემასთან მუშაობის გამოცდილება: GIT
უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს შემდეგი კვალიფიკაციებით:
** SEO ოპტიმიზაციის პრინციპები
** სასურველია Agile ორგანიზაციული სტრუქტურით მუშაობის გამოცდილება
** სასურველია Typescript – ზე მუშაობის გამოცდილება
** Next JS ზე მუშაობის გამოცდილება
** Vue -ზე მუშაობის გამოცდილება
თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
Company: TNET
Vacancy Type: Full Time
Job Location: Tbilisi, Georgia
Application Deadline: N/A
Jobzyy.com